სუფრა “ბროწეულები”
ტრადიციული ლურჯი სუფრის პირველი ბუნებრივი ევოლუციაა, რომელიც მრავალწლიანი გამბედავი ექსპერიმენტების შედეგად შევქმენით.
მასზე გამოსახულია როგორც ძველი, ტრადიციული ქართული ორნამენტები, ისე თანამედროვე ჩვენ მიერ შექმნილი ფორმები.
სუფრის კანტად გამოყენებულია ფრაგმენტი XI საუკუნის ზარზმის სამწერობელიდან (დიაკონის კვერთხი).