სუფრა “ინტელიგენცია”
აღდგენილია საქართველოს ხელოვნების სასახლეში დაცული ნიმუშის (კედლის პანო “კარიკოვა” 1937-1940 წწ.) მიხედვით.
“ამ პერიოდში ტრადიციული “ლურჯი სუფრა” უკვე აღარ წარმოადგენდა საკრალურ, ყოფასა და სადღესასწაულო რიტუალებში ფართოდ გამოყენებად ატრიბუტს. ის დავიწყებას მიეცა, რადგან სოციალისტური საქართველო, ცენტრალური ხელისუფლების მოთხოვნებიდან გამომდინარე, ხელოვნებას სულ სხვა იდეალებსა და გამოსახვის ფორმებს კარნახობდა.
აღნიშნული ნიმუში წარმოადგენს უნიკალურ მასალას, სადაც შეფარვით, გამოყენებითი ხელოვნების კანონებით შესრულებულ დეკორატიულ ტექსტილში თანამედროვე მოტივებისა და სახეების გვერდით ჩნდება ცალკეული მოტივები ლურჯი სუფრების რეპერტუარიდან. იმ დროისთვის მსგავსი მოტივების გამოყენება გარკვეულ გამბედაობასა და ამავე დროს, შემოქმედებით თავისუფლებას მოითხოვდა.
ერთი შეხედვით ლამაზი, ნეიტრალური დეკორატიული ტექსტილი, ქართული იდენტობის ფარული, კოდირებული მინიშნება იყო, რაც თანამედროვე ქსოვილს ამავე დროს, ძალზე ეროვნულად აქცევდა.”
შესაძლებელია პროდუქტის მაღალ ტემპერატურაზე ( 90-95 გრადუსზე) გარეცხვა, თუ ამის საჭიროება არსებობს. მარავჯერადი რეცხვის მიუხედავად, ფერები არ ხუნდება და დიზაინი მუდამ პირვანდელი სახით არის წარმოდგენილი. არ არის რეკომენდებული მათეთრებლის გამოყენება.
ბამბის ქსოვილზე დიზაინი, უახლესი ტექნოლოგიური მეთოდის – Direct Printing გამოყენებით იბეჭდება, რაც გამორიცხავს ვიზუალურ ხარვეზს.
„ინტელიგენციის“ კოლექციაში სუფრის გარდა ერთიანდება: რანერი და ხელსახოცები. პროდუქციის შეძენა შესაძლებელია როგორც ცალ – ცალკე, ისე სასაჩუქრე ნაკრების სახით.