ხელსახოცი “ბროწეულები”
ტრადიციული ლურჯი სუფრის პირველი ბუნებრივი ევოლუციაა, რომელიც მრავალწლიანი გამბედავი ექსპერიმენტების შედეგად შევქმენით. ხელსახოცზე გამოსახულია როგორც ძველი, ტრადიციული ქართული ორნამენტები, ისე თანამედროვე ჩვენ მიერ შექმნილი ფორმები.
მაგალითად, ხელსახოცის კანტად გამოყენებულია ფრაგმენტი XI საუკუნის ზარზმის სამწერობელიდან (დიაკონის კვერთხი).