,ძველი სუფრის’’ გზა და ხედვა

გვჯერა, რომ ნივთებს, ფორმებსა და ფერებს ადამიანებში ემოციის აღძვრა შეუძლიათ.  ქართული ორნამენტების სამყარო კი, ისეთი მდიდარი, დახვეწილი და მრავალფეროვანია, რომ შეუძლებელია ადამიანი გულგრილი დატოვოს. გადავწყვიტეთ, რომ ეს უნიკალური ორნამენტები ჩვენს ყოველდღიურობაში გადმოგვეტანა და სახლის თუ პირად აქსესუარებში გაგვეცოცხლებინა. უმდიდრესი ქართული ორნამენტის და კულტურული მემკვიდრეობის ელემენტების საფუძველზე შეგვექმნა ახალი – თან ქართული და თან თანამედროვე დიზაინები, რომლებიც გამოირჩევა თამამი, ხალისიანი ფერებით, დახვეწილი ფორმებით და რომლებიც, შეუზღუდავად, ნებისმიერი ტიპის გარემოს უხდება, ხიბლავს ახალგაზრდასაც და ზრდასრულსაც, ქალსაც და მამაკაცსაც.

„ძველი სუფრა“-ს ისტორია 1998 წლიდან იწყება. ქართული ტრადიციული „ლურჯი სუფრა“-ს აღდგენის საქმიანობას ზურაბ ალანიამ ჩაუყარა საფუძველი. თავდაპირველად ეს იყო პატარა საოჯახო საქმიანობა და ერთეულობით სუფრები ხელის დანადგარით იხატებოდა. იქმნებოდა ორი დიზაინი: ელენე ახვლედიანის სახლ-მუზეუმში არსებული ლურჯი სუფრის ნიმუში, რომელიც ოდნავი მოდიფიკაციით აღდგა და „სამეფო“ სუფრა ეწოდა; და უნიკალური სუფრა „სანადიმო“, რომელიც სხვადასხვა ლურჯი სუფრის ორნამენტების შერწყმით და საკუთარი ხედვით შეიქმნა.

2020 წლიდან კი საქმიანობას სათავეში ჩაუდგნენ გიორგი ალანია და თეკლა ერქვანიძე. „ძველი სუფრა“ თანამედროვე ბრენდად ჩამოყალიბდა, აქტიურად გამოჩნდა სოციალურ ქსელებში, გაიხსნა ფიზიკური გაყიდვის წერტილები სხვადასხვა დიდ მოლში და, რაც ყველაზე მთავარია, განახლდა, გამსხვილდა და დაიხვეწა წარმოების სისტემა.
ქსოვილის წარმოების პროცესი გადავიდა უახლესი ციფრული ბეჭდვის ტექნოლოგიაზე, რომელიც საშუალებას იძლეოდა დიდი მოთხოვნისთვის ეპასუხა და წარმადობა რადიკალურად გაეზარდა.

მნიშვნელოვანია, რომ “ძველი სუფრა”-მ  ქართულ სუფრას, გარდა დეკორატიულისა, პრაქტიკული დანიშნულებაც შესძინა, რაც სწორედ ამ უახლესი ციფრული ბეჭდვის ტექნოლოგიით მოახერხა. ბრენდმა მომხმარებელს 100% ნატურალური ბამბის ქსოვილი შესთავაზა, რომელიც მრავალჯერად რეცხვასა და მაღალ ტემპერატურას უძლებს, არ კარგავს ფერებსა და სიხასხასეს.

გვინდა, რომ „ძველი სუფრა“-მ ადამიანებს გარემო და ყოფა გაულამაზონ, საჭირო დროს საჭირო განწყობა შეუქმნან; ქართული ორნამენტების თვალუწვდენელმა სამყარომ კი, გამოყენებითი მნიშვნელობა შეიძინოს და უნკალური კულტურული მემკვიდრეობა ჩვენი თანამედროვეობის საამაყო ნაწილი გახდეს.

“ტრადიციის კვალდაკვალ, მუდამ ახლის ძიებაში”

 

Scroll To Top
Close
Close

კალათა

Close

კალათა ცარიელია

კატალოგში გადასვლა