დაბრუნება

 

მომხმარებელს უფლება აქვს, ყოველგვარი მიზეზის მითითების გარეშე, უარი თქვას შეკვეთაზე და დააბრუნოს შეძენილი პროდუქტი მის მიღებიდან 14 (თოთხმეტი) კალენდარული დღის განმავლობაში.
ამ ვადის გასვლის შემდეგ მომხმარებელი კარგავს ნივთის უპირობო დაბრუნების უფლებას.

როგორ დავაბრუნო პროდუქტი

  1. მომხმარებელს შეუძლია განაცხადოს დაბრუნება წერილობითად ელფოსტით — contact@oldsupra.ge.

  2. დაბრუნებისას პროდუქტი უნდა იყოს ახალი, გამოუყენებელი და ორიგინალურ შეფუთვაში, თან ახლდეს ყველა დოკუმენტი და აქსესუარი (თუ ასეთი არსებობდა).

  3. ძველი სუფრა-ს წარმომადგენელი მომხმარებელს დაუკავშირდება მოთხოვნის დაფიქსირებიდან 24 საათის განმავლობაში დასაბრუნებელი ნივთის მიღების დასაგეგმად.

  4. თბილისის ტერიტორიაზე დაბრუნება ხორციელდება 2 სამუშაო დღეში,
    რეგიონებში — 5 სამუშაო დღეში.

  5. თანხის ანაზღაურება განხორციელდება მომხმარებლის მიერ გამოყენებული იმავე გადახდის მეთოდით, არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა მოთხოვნის დამუშავებიდან.

  6. თუ პროდუქტი არ აკმაყოფილებს დაბრუნების პირობებს (მაგ. გამოყენებულია, დაზიანებულია ან დაკარგულია ძირითადი ელემენტები), ნივთი მომხმარებელს დაუბრუნდება უკან შესაბამისი შეტყობინებით.