სუფრა “დამწერლობა”
სუფრაზე წარმოჩენილია ქართული კულტურის სიმდიდრე – სამივე დამწერლობა: ნუსხა-ხუცური, ასომთავრული და მხედრული.
სუფრა გაფორმებულია სხვადასხვა ელემენტებით ქართული კულტურის მემკვიდრეობიდან:
• სამოსის ორნამენტი ფრესკიდან „ბექა და სარგის II ჯაყელები, XIV საუკუნე;
• “ლურჯი სუფრის” კანტის ელემენტი კახური ფარდაგიდან;
• ასომთავრული საზედაო მხატვრული ასოები ხელნაწერიდან – მოქვის ოთხთავი;
• კალიგრაფ დავით მაისურაძის მხედრული ანბანის ფონტი.