სუფრა “სამეფო”
ქართველი მასპინძელი ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავდა სტუმარზე. საგულდაგულოდ მომზადებული ვახშამი “ლურჯ სუფრაზე” იშლებოდა, რომელზე დატანილი უნიკალური სიმბოლოებიც ხალხის ყოფას და მსოფლხედვას ასახავდნენ.
სწორედ ამ შინაარსის მატარებელია სუფრა “სამეფო”, რომელიც ჯერ კიდევ 1998 წელს, ელენე ახვლედიანის სახლ-მუზეუმში არსებული “ლურჯი სუფრის” შთაგონებით აღვადგინეთ.