გვჯერა, რომ ნივთებს, ფორმებსა და ფერებს ადამიანებში ემოციების აღძვრა შეუძლიათ. ქართული ორნამნეტის სამყარო კი იმდენად დიდი, დახვეწილი და მრავალფეროვანია, რომ შეუძლებელია ადამიანი გულგრილი დატოვოს.

1998 წელს, გადავწყვიტეთ, ეს უნიკალური ორნამენტები ჩვენს ყოველდღიურობაში გადმოგვეტანა და სხვადასხვა, სახლის თუ პირად აქსესუარებში გაგვეცოცხლებინა. ასე დაიბადა „ძველი სუფრა“, რომელმაც საქმიანობა ტრადიციული „ლურჯი სუფრის“ აღდგენით დაიწყო. ეს იყო ჩვენი პირველი შეხვედრა ქართული ორნამენტის უსასრულო სამყაროსთან. ამ ხნის მანძილზე კვლევა-ძიების მრავალწლიანი გზა გავიარეთ, ვიკვლევდით ქართულ ქსოვილს, ნაქარგობას, კედლის მხატვრობას, ხელნაწერებსა და ოქრომჭედლობას.
2020 წლიდან საქმიანობის ახალ ეტაპზე გადავედით, თანამედროვე ბრენდად ჩამოვყალიბდით, და სხვადასხვა სოციალურ პლატფორმებსა თუ ფიზიკურ მაღაზიებში აქტიურად გამოვჩნდით. დღეს ორი მიმართულებით ვვითარდებით: ერთის მხრივ ეს არის ძველი სუფრის დიზაინების მოძიება და იდენტურად აღდგენა, და მეორე – ისეთი დიზაინების შექმნა, რომელიც პასუხობს თანამედროვე მომხმარებლის მოლოდინებს და ამავე დროს არ კარგავს ქართულ იდენტობას და ხასიათს.
თანამედროვე ტექნოლოგიებმა წარმოების გაფართოების საშუალება მოგვცა, ციფრული ბეჭდვის უახლეს ტექნოლოგიაზე – Direct Printing გადავედით. მასალის შერჩევისას უპირატესობა ბუნებრივ ქსოვილს – ბამბას მივანიჭეთ. ბეჭდვის ამ მეთოდის გამოყენებით, ბამბის ქსოვილზე, დიზაინი იმგვარად იბეჭდება, რომ მრავალჯერადი რეცხვის შემდეგაც არ კარგავს ფერების სიხასხასეს და არ იცვლის ფორმას.

თითოეულ პროდუქტს, რომელსაც ვქმნით თავისი კონცეფცია აქვს. შთაგონების წყარო ყოველთვის სხვადასხვაა. ზოგჯერ ეს არის ძველი თბილისის ფერები და ფორმები, ზოგჯერ კი ქართული ორნამენტის მრავალფეროვანი ხასიათი და სურვილი იმისა, რომ ორნამენტებმა ახალი სიცოცხლე შეიძინონ, არ დაკარგონ აქტუალობა და ჩვენი ყოველდღიურობის განუყოფელ ნაწილად იქცნენ .

ამჟამად, თბილისის მასშტაბით, „ძველი სუფრის“ ფილიალები 5 მოლშია წარმოდგენილი: საბურთალოს სითი მოლი, გალერია თბილისი, აქსის თაუერსი, თბილისი მოლი და გლდანის სითი მოლი.
კომპანიის განვითარების გზა უწყვეტად გრძელდება, დაგეგმილია ფილიალების გაფართოება. ზაფხულიდან ბათუმელ მომხმარებელს და ქალაქის სტუმრებს ბათუმის მეტრო სითის ფილიალში ვუმასპინძლებთ.
პროდუქციის გამარვალფეროვნების მიმართულებითაც ბევრი სიახლე გელით: არსებულ კოლექციას დაემატება სუფრების და პირადი აქსესუარების ახალი მოდელები. ახალ სეზონს კი ჭურჭლის მრავალფეროვანი კოლექციით შევხვდებით.
ტრადიციის კვალდაკვალ, მუდამ ახლის ძიებაში – ჩვენი მთავარი სათქმელია.