წინსაფარი “ბროწეულები”
ტრადიციული ლურჯი სუფრის პირველი ბუნებრივი ევოლუციაა, რომელიც მრავალწლიანი გამბედავი ექსპერიმენტების შედეგად შევქმენით. წინსაფარზე გამოსახულია როგორც ძველი, ტრადიციული ქართული ორნამენტები, ისე თანამედროვე ჩვენ მიერ შექმნილი ფორმები.
მაგალითად, წინსაფრის კანტად გამოყენებულია ფრაგმენტი XI საუკუნის ზარზმის სამწერობელიდან (დიაკონის კვერთხი).