რანერი “ძველი თბილისი”
45.00₾
რანერი “ძველი თბილისი”
75.00₾
45.00₾
მასალა: 100% ბამბა🌱
ირეცხება: 40-95 °გრადუსამდე
- აღწერა
რანერი “ძველი თბილისი”
შექმნილია ძველი თბილისის ხედებისა და მრავალფეროვანი ქართული ორნამენტის შთაგონებით.
გამოყენებულია როგორც ლურჯი სუფრის ორნამენტები, ისე ფრაგმენტები უძველესი ქართული ოქრომჭედლობის ნიმუშებიდან, ფრესკებიდან, ქვაზე კვეთილი ჩუქურთმებიდან და სამოსიდან.
რანერი ვიწროგანიანი სუფრაა, რომლის გადაფარების რამდენიმე ფორმა არსებობს:
• სიგრძეზე, ცენტრში;
• მაგიდის პერპენდიკულარულად, მწკრივებად.
საჭიროების შემთხვევაში მაღალ ტემპერატურაზე ირეცხება, ისე რომ არ კარგავს ფერებს და არ იცვლის ფორმას. არ არის რეკომენდებული მათეთრებლის გამოყენება.
ქსოვილზე დიზაინი, უახლესი ტექნოლოგიური მეთოდის – Direct Printing გამოყენებით იბეჭდება, რაც გამორიცხავს ვიზუალურ ხარვეზს.
„ძველი თბილისის“ კოლექცია, რანერის გარდა, რამდენიმე პროდუქტს მოიცავს: მაგიდის გადასაფარებელი, ხელსახოცები, ჩანთა, პლედი “ძველი თბილისი”, პლედი “ღამის თბილისი”და პანო.
შესაძლებელია, როგორც პროდუქციის ცალ-ცალკე შეძენა, ისე „ძველი თბილისის“ სასაჩუქრე ნაკრების აწყობა.