კორპორატიული გაყიდვების უმცროსი მენეჯერი
თუ გრძნობ ქართული კულტურისა და მასპინძლობის მშვენიერებას და გსურს, ეს მუხტი კორპორატიულ სამყაროში შეიტანო — სწორ ადგილას ხარ. ჩვენ ვიცით, რომ საქმიანი საჩუქარი ზრუნვის, პატივისცემისა და იმ ემოციის გამოხატვაა, რომელიც ადამიანების განწყობას აუმჯობესებს და ურთიერთობებს ათბობს.
„ძველი სუფრა“ — ქართული კულტურით შთაგონებული სახლის ბრენდია, რომელიც 1998 წლიდან ქმნის პროდუქტებს ადამიანების ერთად ყოფნის გასალამაზებლად.
აქ გაყიდვები არ ნიშნავს შაბლონურ მოლაპარაკებებს — ეს არის შესაძლებლობა, შეხვდე წამყვან კომპანიებს, მართო საინტერესო კორპორატიული პროექტები და შექმნა გადაწყვეტილებები, რომლებსაც რეალური ემოციური გავლენა აქვს.
ვეძებთ ადამიანს, რომელიც ამ იდეას დიდ ბიზნესებამდე მიიტანს და ჩვენთან ერთად, საინტერესო კორპორატიულ გამოწვევებში გაიზრდება.
თუ კარიერას ახლა იწყებ და გსურს გაყიდვების სფეროში რეალური გამოცდილების მიღება, გაქვს ენერგია და სურვილი, რომ განვითარდე ქართულ, იდეურ და ესთეტიკურ ბრენდთან ერთად - ეს შესაძლებლობა შენთვისაა.
ეს პოზიცია შენთვისაა, თუ ხარ:
რას გააკეთებ ჩვენთან:
მნიშვნელოვანია, რომ:
რას გთავაზობ:
ანაზღაურება:
სამუშაო ადგილი და გრაფიკი:
📍 მისამართი: ნუცუბიძის ქ. #139
🕘 გრაფიკი: ორშაბათი – პარასკევი | 40 სამუშაო საათი (1 საათიანი შესვენებით)
თუ მზად ხარ დაიწყო კარიერა გაყიდვებში და განვითარდე რეალურ ბიზნეს გარემოში -გამოგვიგზავნე რეზიუმე: contact@oldsupra.ge