1998 ᲬᲚᲘᲓᲐᲜ
ქართული კულტურის საჩუქარი
"ძველი სუფრა" ქმნის სახლისა და პირად აქსესუარებს, რომლებიც ქართულ ტრადიციებს თანამედროვე სტილთან აერთიანებს. ამისათვის, მშვენიერ ჩუქურთმებს ქართული კულტურიდან ვაცოცხლებთ და განსხვავებულ ფერსა და ფორმაში გარდავქმნით. ჩვენი მისიაა, ადამიანებს ერთად ყოფნის მომენტები გავუმშვენოთ და მათ ყოველდღიურობასა თუ მნიშვნელოვან დღეებს განსაკუთრებული ელფერი შევძინოთ.
ძველი სუფრის ისტორია 1998 წლიდან, ლურჯი სუფრის ხელნაკეთი ნიმუშების შექმნით იწყება. დღეს კი ჩვენი უნიკალური კოლექცია აერთიანებს:
- ლურჯი სუფრის და სხვა ტრადიციული ქართული ორნამენტებით გამშვენებულ სუფრებს და სახლის ტექსტილის აქსესუარებს,100% ბამბის ქსოვილზე;
- ელეგანტური, თანამედროვე შტრიხების და ტრადიციული ორნამენტების ჰარმონიული სინთეზით შექმნილ პირად აქსესუარებს;
- ქართული ორნამენტით გამშვენებულ, დახვეწილ ჭურჭელს, მინის და უმაღლესი ხარისხის ფაიფურის მასალაზე (Bone China)
ბრენდის ხედვა და მისია
ჩვენ გვწამს, რომ სტუმარ-მასპინძლობა ერთად ყოფნის სიხარულია; და მივისწრაფვით, რომ ძველი სუფრა იყოს ღირსეული მასპინძელი ყველა ოჯახში.
ამისათვის, მშვენიერ ჩუქურთმებს ქართული კულტურიდან ვაცოცხლებთ და განსხვავებულ ფერსა და ფორმაში გარდავქმნით.
ძველი სუფრა ყოველდღიურობაცაა და განსაკუთრებული დღეებიც.
ის მასპინძელია, რომელიც ადამიანთა ერთობის გამშვენებისთვის იქმნება.
არ გადავდოთ ერთად ყოფნა; ძველი სუფრა მასპინძელია.