ᲡᲣᲤᲠᲐ "ᲣᲪᲜᲝᲑᲘ ᲒᲐᲚᲐᲙᲢᲘᲝᲜᲘ"

ᲡᲣᲤᲠᲐ "ᲣᲪᲜᲝᲑᲘ ᲒᲐᲚᲐᲙᲢᲘᲝᲜᲘ"

მასალა: 100% ბამბა🌱

ირეცხება: 40-95 °გრადუსამდე
_____________________________________________________

რეკომენდაცია: 

4-6 კაციანი მაგიდისთვის – 140*140 სმ.

8-10 კაციანი მაგიდისთვის – 210*140 სმ.

ᲤᲔᲠᲘ
ᲖᲝᲛᲐ
ფასი
Product Image Product Image

სუფრა „უცნობი გალაკტიონი “

აღმოგაჩენინებთ გალაკტიონის სრულიად უცხო მხარეს. შესაძლოა ბევრმა არ იცოდეს, რომ პოეტი ხატავდა. სუფრის დიზაინი კი სწორედ ამ მისტიკურ, მხატვრულ სამყაროში შეგახედებთ.

დიზაინში შეიგრძნობა მისი სურეალისტური ხელწერა, სადაც ფორმები და ფერები ერთმანეთს ერწყმის და პოეტურ, არარეალურ განზომილებებს ქმნის.

სუფრაზე წარმოდგენილია:

  • გალაკტიონის ცხოვრებისეული და პოეტური მოტივები;
  • ტაეპები მისი გამორჩეული და გენიალური ლექსებიდან, რომლებიც სუფრის კანტს გასდევს წარწერებად;
  • ყვავილები და ალუბლები – მისი პოეზიის მარადიული შთაგონება;
  • ტიციანის პორტრეტები და გალაკტიონის ავტოპორტრეტი.

ამ სუფრასთან გატარებული ყოველი საღამო პოეზიასა და სულიერ სამყაროში მოგზაურობაა, სადაც სიტყვები ფერებად იქცევა, ხოლო ფერები – განწყობებად და ფორმებად.

საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია სუფრის მაღალ ტემპერატურაზე გარეცხვა (90-95 გრადუსი). მრავალჯერადი გარეცხვის პირობებში, ქსოვილი არ კარგავს ფერების სიხასხასეს და არ იცვლის ფორმას. არ არის რეკომენდებული მათეთრებლის გამოყენება.

ბამბის ქსოვილზე დიზაინი, უახლესი ტექნოლოგიური მეთოდის – Direct Printing გამოყენებით იბეჭდება, რაც გამორიცხავს ვიზუალურ ხარვეზს.

 

Leave your reviw

Your Rating