ᲡᲣᲤᲠᲐ “ᲕᲐᲖᲘ”

ᲡᲣᲤᲠᲐ “ᲕᲐᲖᲘ”

მასალა: 100% ბამბა🌱

ირეცხება: 40-95 °გრადუსამდე
______________________________________________________

რეკომენდაცია: 

4-6 კაციანი მაგიდისთვის – 140*140 სმ.

8-10 კაციანი მაგიდისთვის – 210*140 სმ.

ᲤᲔᲠᲘ
ᲖᲝᲛᲐ
ფასი
Product Image Product Image Product Image Product Image

სუფრა „ვაზი“ ეს არის საქართველოს მრავალსაუკუნოვანი კულტურისა და ტრადიციების ერთგული გამოხატულება. მისი ორნამენტები ისტორიული ქართული ქსოვილებისა და სამოსის ნიმუშებიდანაა აღებული, რაც თითოეულ დეტალს ემოციურ ღირებულებას სძენს.

დიზაინზე წარმოდგენილია:

  • სუფრის ცენტრალური დეტალი - ლაზური სახლის ჭერის ჩუქურთმა, რომელიც სახლის თბილ და მყუდრო ატმოსფეროს ასახავს;
  • ყურძნის გამოსახულება ქართული კაბის სარტყელიდან, რომელიც სიმბოლურად ნაყოფიერებასა და სიხარულს უკავშირდება;
  • ქართული მეღვინეობის უძველესი არტეფაქტი - გრეხილი სახელურით თიხის დოქები;
  • სამოსიდან აღებული ელემენტები – მანები და კახური ქუდის ყვავილის ფორმა.

სუფრა „ვაზი“ არის ქართული კულტურის ცოცხალი ნაწილი, რომელიც ტრადიციების, სტუმართმოყვარეობის და სიხარულის სიმბოლოა.

Leave your reviw

Your Rating