რანერი “ინტელიგენცია”

70.00
49.00

მარაგშია
Highlights:


მასალა:
 100% ბამბა🌱

ირეცხება: 40-95 °გრადუსამდე

მწვანე
40*175
Clear
აღწერა

რანერი “ინტელიგენცია”

„ინტელიგენცია“ საქართველოს ხელოვნების სასახლეში დაცული კედლის პანოს „კარიკოვა“ (1937 – 1940 წწ.) მიხედვით აღვადგინეთ.

საბჭოთა რეჟიმი ხელოვანებს შემოქმედებით შეზღუდვებს უწესებდა, სადაც ფორმა და შინაარსი მკაცრად იყო განსაზღვრული.

ეროვნული შინაარსის მქონე ნიმუშების შექმნა და დიზაინში ქართული ორნამენტების პირდაპირი გამოყენება სარისკო იყო და დიდ გამბედაობას მოითხოვდა; ამიტომ, ავტორმა შეფარვით გამოიყენა ტრადიციული ლურჯი სუფრის მოტივები და კედლის პანოს შედარებით გათანამედროვებული ვერსია შემოგვთავაზა.

ცენზურამ ყველაზე მეტად ხელოვანები და ინტელიგენცია დააზარალა, ამიტომ რანერს სიმბოლურად „ინტელიგენცია“ ვუწოდეთ.

რანერი „ინტელიგენცია“, მისი სადა და დახვეწილი დიზაინით, ჩვენი კოლექციის გამორჩეული ნიმუშია

“ინტელიგენციის” კოლექციაში რანერის გარდა ერთიანდება:  სუფრა “ინტელიგენცია” და ხელსახოცი “ინტელიგენცია” 

საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია რანერის მაღალ ტემპერატურაზე გარეცხვა (90-95 გრადუსი). მრავალჯერადი გარეცხვის პირობებში, ქსოვილი არ კარგავს ფერების სიხასხასეს და არ იცვლის ფორმას. არ არის რეკომენდებული მათეთრებლის გამოყენება.

ბამბის ქსოვილზე დიზაინი, უახლესი ტექნოლოგიური მეთოდის – Direct Printing გამოყენებით იბეჭდება, რაც გამორიცხავს ვიზუალურ ხარვეზს.

 

დამატებითი ინფორმაცია
ფერი

მწვანე

ზომა (სმ)

40*175

Scroll To Top
Close
Close

კალათა

Close

კალათა ცარიელია

კატალოგში გადასვლა