კოლექციაში, სუფრის გარდა რამდენიმე სახის პროდუქტი ერთიანდება: ხელსახოცი და რანერი
სუფრა “დამწერლობა”
სუფრა “დამწერლობა”
105.00₾ – 145.00₾
მასალა: 100% ბამბა🌱
ირეცხება: 40-95 °გრადუსამდე
რეკომენდაცია:
4-6 კაციანი მაგიდისთვის – 140*140 სმ.
8-10 კაციანი მაგიდისთვის – 210*140 სმ.
- აღწერა
სუფრა “დამწერლობა”
სუფრაზე წარმოჩენილია ქართული კულტურის სიმდიდრე – სამივე დამწერლობა: ნუსხა-ხუცური, ასომთავრული და მხედრული.
სუფრა გაფორმებულია სხვადასხვა ელემენტებით ქართული კულტურის მემკვიდრეობიდან:
• სამოსის ორნამენტი ფრესკიდან „ბექა და სარგის II ჯაყელები, XIV საუკუნე;
• “ლურჯი სუფრის” კანტის ელემენტი კახური ფარდაგიდან;
• ასომთავრული საზედაო მხატვრული ასოები ხელნაწერიდან – მოქვის ოთხთავი;
• კალიგრაფ დავით მაისურაძის მხედრული ანბანის ფონტი.
საჭიროების შემთხვევაში უძლებს ნებისმიერი ტიპის და სიხშირის რეცხვას მაღალ ტემპერტურაზე (90-950), მრავალჯერადი რეხცვის შემდეგაც ინარჩუნებს ფერებს და არ იცვლის ფორმას. არ არის რეკომენდებული მათეთრებლის გამოყენება.
ბამბის ქსოვილზე დიზაინი, უახლესი ტექნოლოგიური მეთოდის – Direct Printing გამოყენებით იბეჭდება, რაც გამორიცხავს ვიზუალურ ხარვეზს.