ჩანთა “ლურჯი სუფრა”
დიზაინი შექმნილია ლურჯის სუფრის მრავალფეროვანი ორნამენტების შთაგონებით.
მასზე დატანილი ფიგურების, სიმბოლოებისა და ტრადიციული ორნამენტების მოხატულობა ქართველი ხალხის უძველეს მსოფლმხედველობას ასახავდა.
ჩანთა „ლურჯი“ 100 % ბამბის ქსოვილია. საჭიროების შემთხვევაში მაღალ ტემპერატურაზე ირეცხება, ისე რომ არ კარგავს ფერებს და არ იცვლის ფორმას. არ არის რეკომენდებული მათეთრებლის გამოყენება.
ქსოვილზე დიზაინი, უახლესი ტექნოლოგიური მეთოდის – Direct Printing გამოყენებით იბეჭდება, რაც გამორიცხავს ვიზუალურ ხარვეზს.