ხელსახოცი “ძველი თბილისი” 6 ც.
ხელსახოცი “ძველი თბილისი” 6 ც.
90.00₾
მასალა: 100% ბამბა🌱
ირეცხება: 40-95 °გრადუსამდე
- აღწერა
ხელსახოცი “ძველი თბილისი”
შექმნილია მრავალფეროვანი ქართული ორნამენტის შთაგონებით.
გამოყენებულია როგორც ლურჯი სუფრის ორნამენტები, ისე ფრაგმენტები უძველესი ქართული ოქრომჭედლობის ნიმუშებიდან, ფრესკებიდან, ქვაზე კვეთილი ჩუქურთმებიდან და სამოსიდან.
საჭიროების შემთხვევაში მაღალ ტემპერატურაზე ირეცხება, ისე რომ არ კარგავს ფერებს და არ იცვლის ფორმას. არ არის რეკომენდებული მათეთრებლის გამოყენება.
ქსოვილზე დიზაინი, უახლესი ტექნოლოგიური მეთოდის – Direct Printing გამოყენებით იბეჭდება, რაც გამორიცხავს ვიზუალურ ხარვეზს.
„ძველი თბილისის“ კოლექცია, ხელსახოცების გარდა რამდენიმე პროდუქტს მოიცავს: მაგიდის გადასაფარებელი, რანერი, პლედი “ძველი თბილისი, პლედი “ღამის თბილისი”, პანო და ჩანთა. ხელსახოცების შეძენა შესაძლებელია როგორც თითო, ისე 6 ცალიანი კომპლექტის სახით.
შესაძლებელია, როგორც პროდუქციის ცალ-ცალკე შეძენა, ისე „ძველი თბილისის“ სასაჩუქრე ნაკრების აწყობა.