ფილიალები
აქსის თაუერსის სავაჭრო ცენტრი, ჭავჭავაძის 37, თბილისი
თბილისი მოლი, აღმაშენებლის ხეივანი 16 კმ., თბილისი
გალერია თბილისი შოთა რუსთაველის 2/4, თბილისი

ბათუმი, ხიმშიაშვილის ქუჩა N 29
სითი მოლი საბურთალო, პ. ქავთარაძის 1, თბილისი
599 377 282
contact@oldsupra.ge
ორშ - კვირ / 10:00AM-დან 10:00PM -მდე
Back

დაბრუნებისა და გაცვლის პოლიტიკა

მომსახურების მიღება-გაწევა

მაღაზია ვერ უზრუნველყოფს მყიდველის მიერ შერჩეული და გადახდილი პროდუქციის მიწოდების სრულ გარანტიას. მაღაზია უფლებას იტოვებს მყიდველს შეუთანხმოს და შესთავაზოს იმ პროდუქციის ან მომსახურების, რომლის ღირებულება მყიდველმა გადაიხადა, მაგრამ ვერ მიიღო, სანაცვლოდ მსგავსი პროდუქცია ან მომსახურება. თუ მხარეებმა მოლაპარაკების შემდეგ ვერ მიაღწიეს პროდუქციის ჩანაცვლებაზე შეთანხმებას, მაღაზია იღებს ვალდებულებას სრულად დაუბრუნოს მყიდველს თანხა, რომელიც მან გადაიხადა პროდუქციაში ან მომსახურებაში, რომელიც ვერ მიიღო კომპანიის ბრალეულობით.

გარანტია

ჩვენთან შეძენილ ყველა ნივთს ახლავს  გარანტია.

შეკვეთის გაუქმება

მომხმარებელს უფლება აქვს გააუქმოს შეკვეთა თუ:

  • მიღებული ნივთი არ ემთხვევა საიტზე გამოსახულ ნივთს
  • მიღებული ნივთის მახასიათებლები არ ემთხვევა საიტზე არსებულ აღწერას
  • ნივთი დაზიანდება შეკვეთიდან ჩაბარებამდე
  • ნივთს აღმოაჩნდება ქარხნული წუნი

კომპანიას უფლება აქვს გააუქმოს შეკვეთა ნებისმიერ დროს, სურვილისამებრ.

რადგან, პროდუქციის გაყიდვა რეალურ და ვირტუალურ მაღაზიებში პარალელურად ხდება, არის ალბათობა რომ საიტზე პროდუქტის დათვალიერების და კალათაში დამატების დროს ის რეალურ მაღაზიაში გაიყიდოს. ასეთ შემთხვევაში კომპანია შემოგთავაზებთ ალტერნატივას, ან გააუქმებს შეკვეთას.

ნივთის დაბრუნება

მომხმარებელს უფლება აქვს მოითხოვოს ფულის  დაბრუნება თუ:

  • მიღებული ნივთი არ ემთხვევა საიტზე გამოსახულ ნივთს
  • მიღებული ნივთის მახასიათებლები არ ემთხვევა საიტზე არსებულ აღწერას
  • ნივთი დაზიანდება შეკვეთიდან ჩაბარებამდე
  • ნივთს აღმოაჩნდება ქახნული წუნი

აქციის ფარგლებში გაყიდული ნივთი უკან არ ბრუნდება.

შესაძლებელია მხოლოდ გადაცვლა იგივე ფასიან ნივთში.

სხვა შემთხვევაში ნივთის დაბრუნების შემთხვევაში მომხმარებელი ვალდებულია აანაზღაუროს ნივთის ტრანსპორტირების ხარჯები.

კომპანიას უფლება აქვს უარი განაცხადოს ნივთის დაბრუნებაზე მომხმარებლის კეთილსინდისიერებაში ეჭვის შეტანის შემთხვევაში.

თანხის დაბრუნება

მომხარებლისთვის თანხის დაბრუნება მოხდება მის მიერ ნივთის შეძენისას გამოყენებულ  საბანკო ანგარიშზე, 2 კალენდარული დღის ვადაში.