,,ძველი სუფრის’’ გზა და ხედვა
გვჯერა, რომ ნივთებს, ფორმებსა თუ ფერებს ადამიანებში ემოციის აღძვრა შეუძლიათ. ქართული ორნამენტების სამყარო კი, ისეთი მდიდარი, დახვეწილი და მრავალფეროვანია, რომ შეუძლებელია ადამიანი გულგრილი დატოვოს.
სწორედ ამიტომ, ჯერ კიდევ 1998 წელს გადავწყვიტეთ, აღგვედგინა ის უნიკალური მემკვიდრეობა, რასაც ტრადიციული „ლურჯი სუფრა“ ჰქვია. ეს იყო ჩვენი პირველი შეხვედრა ქართული ორნამენტების სამყაროსთან.
შემდეგ იყო კვლევის, ძებნის მრავალწლიანი გზა.
ვიკვლევდით ქართულ ქსოვილს, კედლის მხატვრობას, ფრესკებს, ხელნაწერებს, ნაქარგობასა და ოქრომჭედლობას.
და მივხვდით, რომ ორნამენტების თვალუწვდენელ სამყაროში აღმოვჩნდით, სადაც ყველა ფორმა, ფიგურა თუ მონასმი რაღაც ღრმა, საკრალურ შინაარს გამოხატავდა.
მივხვდით იმასაც, რომ ყველა ეს ორნამენტი შეგვეძლო სხვადასხვა, სახლის თუ პირად აქსესუარებში გაგვეცოცხლებინა.
სწორედ ამან განაპირობა ჩვენს მიერ შექმნილი ნივთების მრავალფეროვნება, რომელიც დღითიდღე ფართოვდება.
ამჟამად ვმუშაობთ ორ ძირითად მიმართულებაზე: სახლის დეკორი და პირადი აქსესუარები.
სახლის დეკორი მოიცავს ტრადიციულ და თანამედროვე სუფრებს, რანერებს, ხელსახოცებს, ჭურჭელს, პლედებს, კედლის დეკორსა და მუთაქებს.
ხოლო პირად აქსესუარებში წარმოდგენილია: წინსაფრები, ჩანთები, თავშალი და ბენდენა.
ასევე, შეგიძლიათ შექმნათ ინდივიდუალური სასაჩუქრე ნაკრებები.
ჩვენი მიზანია, ჩვენს მიერ შექმნილმა თუ აღდგენილმა ნივთებმა ადამიანებს საჭირო დროს საჭირო განწყობა შეუქმნან;
ამავე დროს, გვსურს გავაგრძელოთ წინაპრების გზა და შევქმნათ სრულიად ახალი, უნიკალური ორნამენტები და დიზაინები, რომლებიც უპასუხებენ თანამედროვე ადამიანის გემოვნებასა და ინტერესებს.
„ლურჯი სუფრის“ ისტორია
თუ ჯერაც არ გსმენიათ ლურჯი სუფრის შესახებ, მაშინ დროა, ქართული ორნამენტებით გაწყობილი სუფრის შესახებ შეიტყოთ, რომელიც მასპინძლობის მრავალ საუკუნოვან ისტორიას ინახავს და ყველა ქართულ ოჯახში იშლებოდა.
არსებობს კი ქვეყანა, სადაც სუფრის კულტურა ისეთ სიმაღლეზეა აყვანილი, როგორც ეს საქართველოშია? ქართული სუფრის ძირითადი მოტივი ხომ ადამიანებთან ერთად შეკრებას, ემოციისა და განწყობის გაზიარებას გულისხმობს.
ქართველი წინაპრისთვის სტუმარ-მასპინძლობა იმდენად მნიშვნელოვანი მოვლენა იყო, რომ სუფრის გასაფორმებლად მის მიერ, საგანგებოდ შექმნილ ქსოვილს იყენებდა, რომელიც სუფრის მნიშვნელობას, მასპინძლის მსოფლმხედველობას და მის გემოვნებას წარმოაჩენდა.
საინტერესოა ,,ლურჯ სუფრაზე’’ გამოსახული მრავალფეროვანი მოტივები, რომლებიც გამოხატავდნენ, როგორც ქრისტიანულ, ისე წარმართულ სიმბოლოებს.
ეს სიმბოლური გამოსახულებები ხალხურ რწმენა-წარმოდგენებში ყოველთვის საკრალურს, აღმატებულს გულისხმობდა.
ლურჯი სუფრის ისტორია საუკუნეების მანძილზე იქმნებოდა და იწერებოდა, თუმცა გარკვეულ პერიოდში ის მივიწყებას მიეცა.
1998 წლის მიწურულს კვლავ ჩაეყარა საფუძველი ყველაზე უნიკალურს, გამორჩეულს, ქართული – ტრადიციული სუფრის აღდგენის იდეას და დღემდე წარმატებით გრძელდება მისი განვითარება ქართული ბრენდის – ,,ძველი სუფრის“ მიერ.
2017 წელს ლურჯ სუფრას იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭა.
ქართული სუფრა – ეს არის შესაძლებლობა, შეიქმნათ განსაკუთრებული განწყობა, თქვენს საყვარელ ადამიანებთან ერთად, დახუნძლული განუმეორებელი ქართული ელემენტებით.