კომპანია “ძველი სუფრა” 1998 წლიდან არსებობს, თუმცა მისი რებრენდინგი 2020 წლის აგვისტოში განხორციელდა და მას მერე სწრაფი ტემპით ვითარდება.
ჩვენი თავდაპირველი მისია ქართული ტრადიციული ლურჯი სუფრის აღდგენა, მისი ტრადიცული წესით დამზადება და პოპულარიზაცია იყო.
2020 წლის აგვისტოდან კი გადავწყვიტეთ, არსებული საქმიანობის პროფილის გაზრდა, ციფრულ ტექნოლოგიებზე გადასვლა და ქართული ორნამენტის მოტივებზე სხვადასხვა სახლის აქსესურაების შექმნა.
ჩვენი მიზანია გარდა ქართული ტრადიციის გაგრძელებისა, ქართული სუფრა გავხადოთ თანამედროვეობაზე მორგებულიც, ამის მიღწევას კი ახალი ცოცხალი ფერებით და დიზაინებით ვცდილობთ.
ამ მომენტისთვის ბრენდს გააჩნია ორი მიმართულება:
1. ლურჯი სუფრების პირვანდელთან მიახლოებული ან თავდაპირველი სახით აღდგენა;
2. სრულიად ახალი დიზაინის სახლის აქსესუარების შექმნა, ქართული მრავალფეროვანი ორნამენტის მოტივებზე:
– კედლის ფერწერიდან;
– ოქრომჭედლობიდან;
– ნაქარგობიდან;
– ხელნაწერებიდან;
– ხეზე და ქვაზე კვეთილი ნიმუშებიდან;
ამჟამად ვაწარმოებთ;
– ტრადიციულ სუფრებს;
– ხელსახოცებს;
– წინსაფრებს;
– კედლის პანოებს;
– პლედებს;
– სამომავლოდ იგეგმება ჭურჭლის დამატება და კიდევ მრავალი სიახლე;
ყველა სუფრა არის 100% ბამბის, უმაღლესი ხარისხის ქსოვილზე დამზადებული.
ძველი სუფრა – ტრადიციის კვალდაკვალ, მუდამ ახლის ძიებაში 


