რანერი “ბროწეულები”
რანერი “ბროწეულები”
70.00₾
მასალა: 100% ბამბა🌱
ირეცხება: 40-95 °გრადუსამდე
- აღწერა
რანერი “ბროწეულები”
“ბროწეულები“ ტრადიციული ლურჯი სუფრის პირველი ბუნებრივი ევოლუციაა, რომელიც მრავალწლიანი გამბედავი ექსპერიმენტების შედეგად შევქმენით. მასზე გამოსახულია როგორც ძველი, ტრადიციული ქართული ორნამენტები, ისე თანამედროვე ჩვენ მიერ შექმნილი ფორმები.
მაგალითად, რანერის კანტად გამოყენებულია ფრაგმენტი XI საუკუნის ზარზმის სამწერობელიდან (დიაკონის კვერთხი).
რანერი ვიწროგანიანი სუფრაა, რომლის გადაფარების რამდენიმე ფორმა არსებობს:
• სიგრძეზე, ცენტრში;
• მაგიდის პერპენდიკულარულად, მწკრივებად.
საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია სუფრის მაღალ ტემპერატურაზე გარეცხვა (90-95 გრადუსი). მრავალჯერადი გარეცხვის პირობებში, ქსოვილი არ კარგავს ფერების სიხასხასეს და არ იცვლის ფორმას. არ არის რეკომენდებული მათეთრებლის გამოყენება.
ბამბის ქსოვილზე დიზაინი, უახლესი ტექნოლოგიური მეთოდის – Direct Printing გამოყენებით იბეჭდება, რაც გამორიცხავს ვიზუალურ ხარვეზს.
„ბროწეულების“კოლექციაში, რანერის გარდა, ასევე, გვაქვს: სუფრა, ხელსახოცები, პლედი თავშალი, ჩანთა და წინსაფარი.