სუფრა “უცნობი გალაკტიონი” გახლავთ პროექტი, რომელიც შთაგონებულია გალაკტიონ ტაბიძის შემოქმედებით,თავისივე სურეალისტური ნახატებით.
სუფრის იდეა და დიზაინი ეფუძნება ვახტანგ ჯავახაძის წიგნს “უცნობი”, რომელიც მან გალაკტიონის შემოქმედების კვლევასა და მის დაუსრულებელ საიდუმლოებებს მიუძღვნა.
სუფრის დიზაინზე გალაკტიონის შინაგანი სამყარო და პოეზიის ძალა გადმოცემულია ფერებით, ფორმებით და სიმბოლოებით, რაც აერთიანებს მის პოეზიაში აღბეჭდილ განცდებსა და ემოციებს.
გალაკტიონის პოეზია სავსე იყო არა მხოლოდ სიტყვებით, არამედ ფერებით და ბუნებრივი სიმბოლიკებით, რასაც თავისივე ხელოვნება ასახავდა.
ეს სუფრა, რომელიც ახლა თქვენს თვალწინაა, გამოხატავს გალაკტიონის სამყაროს სურეალისტურ განწყობებს და იმ სიჩუმეს, რომელიც მუდამ თან ახლდა მის ლექსებს. სიჩუმე, რომელიც იმ შორეული და უხილავი სიყვარულის გამოძახილია, რომელსაც იგი თავის შემოქმედებაში სიტყვათა შეთანხმებით აღწერდა.
ყვავილები, რომლებიც გალაკტიონის ცხოვრებაში განსაკუთრებულ ენერგიას ატარებდა, სუფრის დიზაინში სიმბოლოებად იქცევიან და გამოხატავენ გალაკტიონის შინაგან მღელვარებასა და მის ღრმა, სევდიან პოეზიას.
ეს სუფრა არ არის მხოლოდ დეკორატიული ნივთი, არამედ მემკვიდრეობა, რომელიც აერთიანებს გალაკტიონის ტაბიძის გენიალურ პოეზიას. სუფრის დიზაინში იგრძნობა მისი პოეტური თანამგზავრების და მეგობრების სული, რომლებიც მასთან ერთად ქმნიდნენ ქართული პოეზიის უმნიშვნელოვანეს ეპოქას.
გალაკტიონი იყო პოეტი, რომელიც ხატავდა თავისი ლექსებით, ფერებით აზროვნებდა და, თამამად შეიძლება ითქვას, რომ მისი სიტყვები იყო მეტაფიზიკური მოგზაურობა. სუფრის დიზაინიც სწორედ ამ მოგზაურობას ემსახურება და ერთგვარი ვიზუალური გამოძახილია მისი უკვდავი პოეზიის.