ფილიალები
აქსის თაუერსის სავაჭრო ცენტრი, ჭავჭავაძის 37, თბილისი
თბილისი მოლი, აღმაშენებლის ხეივანი 16 კმ., თბილისი
გალერია თბილისი შოთა რუსთაველის 2/4, თბილისი

ბათუმი, ხიმშიაშვილის ქუჩა N 29
სითი მოლი საბურთალო, პ. ქავთარაძის 1, თბილისი
599 377 282
contact@oldsupra.ge
ორშ - კვირ / 10:00AM-დან 10:00PM -მდე
Back

ის, რაც გვაერთიანებს!

სადაც ის არის, იქ ოჯახია, სამეგობროა, იქ სტუმარია – ერთად ყოფნაა. იგი ყოველდღიურობაცაა და განსაკუთრებული დღეებიც, ყველა შემთხვევაში, ის შეკრებასთან და გაზიარებასთანაა კავშირში.

რა თქმა უნდა მიხვდით, ეს გახლავთ – ქართული სუფრა.

როგორ ჟღერს, არა? ტრადიციული, ქართული სუფრა. ყველასგან გამორჩეული, თვითმყოფადი და დახვეწილი.

ქართული სუფრის წარმოშობის დათარიღება საკმაოდ ძნელია, თუმცა ვიცით, რომ ვანში აღმოჩენილი ბრინჯაოს მცირე ზომის მამაკაცის ქანდაკება ყანწით ხელში, თანამედროვე თამადის ისტორიულ წინაპარას წარმოადგენს და რაოდენ შთამბეჭდავია, რომ იგი ძველი წელთაღრიცხვის მე-7 საუკუნით თარიღდება.

დროთა განმავლობაში სუფრა უფრო და უფრო ღრმა და ემოციურ მნიშვნელობას იძენდა. ქართველისთვის იმდენად წმინდა და საკრალური იყო სუფრასთან შეკრების, პურობის ტრადიცია, რომ მასპინძელი სტუმრებს სპეციალურად შექმნილ მაგიდის გადასაფარებელზე მასპინძლობდა.

ეს არ იყო უბრალოდ ქსოვილი დეკორატიული დანიშნულებით. ეს იყო ქართული ორნამენტებით და სიმბოლოებით მოხატული ბუნებრივი ქსოვილი, რომელიც ქართველის წესსა და ადათს, ქრისტიანულ მრწამს და მსოფლხედვას გამოხატავდა. და ის ჩვენთან დარჩა “ლურჯი სუფრა”- ს სახელით.

“ლურჯი სუფრა” ჩვენი საამაყო, კულტურული მემკვიდრეობაა, რომელსაც 400 წელზე მეტი ისტორია აქვს.

იგი სტუმართან შეხვედრის განსაკუთრებული სამზადისის სიმბოლოა. იგი შეკრების და ერთად ყოფნის სიხარულის განსახიერებაა.

ალბათ დაკვირვებულხართ, ქართულ საზოგადოებაში, სიტყვა სუფრას ორი მნიშვნელობით რომ ვიყენებთ: ერთის მხრივ, ის ადამიანების შეკრების ადგილია, ურთიერთობის განსაკუთრებული ფორმაა, რომლის არსებობასაც ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, ღრმა ტრადიციული და კულტურული ფესვები აქვს, ხოლო მეორეს მხრივ, სიტყვა სუფრას, მაგიდის გადასაფარებლს ვუწოდებთ, რომლითაც ინტერიერსა თუ ექსტერიერს, ჩვენი განწყობის თუ სხვადასხვა ეტიკეტის მიხედვით ვრთავთ ხოლმე.

ალბათ არ არის გასაკვირი, რომ ეს ორი მნიშვნელობა ერთ სიტყვას ატარებს, რადგან ის სინამდვილეში ერთ მთლიანს წარმოადგენს და მისი უმთავრესი დანიშნულება ადამიანების ერთობის გამშვენებაა.

და მართლაც, სადაც ნამდვილი, ავთენტური ქართული სუფრა, ღვინო, სიმღერა და ცეკვაა, იქ, მოსმენა, თანასწორობა და ურთიერთპატივისცემაა.

შენთვის რას ნიშნავს სუფრის გაშლა?

გაგვიზიარე