წინსაფარი “ბროწეულები”
წინსაფარი “ბროწეულები”
75.00₾
მასალა: 100% ბამბა🌱
ირეცხება: 30 °გრადუსზე
- აღწერა
წინსაფარი “ბროწეულები”
ტრადიციული ლურჯი სუფრის პირველი ბუნებრივი ევოლუციაა, რომელიც მრავალწლიანი გამბედავი ექსპერიმენტების შედეგად შევქმენით. წინსაფარზე გამოსახულია როგორც ძველი, ტრადიციული ქართული ორნამენტები, ისე თანამედროვე ჩვენ მიერ შექმნილი ფორმები.
მაგალითად, წინსაფრის კანტად გამოყენებულია ფრაგმენტი XI საუკუნის ზარზმის სამწერობელიდან (დიაკონის კვერთხი).
საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია ხელსახოცების მაღალ ტემპერატურაზე გარეცხვა (90-95 გრადუსი). მრავალჯერადი გარეცხვის პირობებში, ქსოვილი არ კარგავს ფერების სიხასხასეს და არ იცვლის ფორმას. არ არის რეკომენდებული მათეთრებლის გამოყენება.
ბამბის ქსოვილზე დიზაინი, უახლესი ტექნოლოგიური მეთოდის – Direct Printing გამოყენებით იბეჭდება, რაც გამორიცხავს ვიზუალურ ხარვეზს.
„ბროწეულების“ კოლექციაში, წინსაფრის გარდა ერთიანდება: სუფრა, რანერი, ხელსახოცი, თავშალი და ჩანთა.