ფილიალები
აქსის თაუერსის სავაჭრო ცენტრი, ჭავჭავაძის 37, თბილისი
თბილისი მოლი, აღმაშენებლის ხეივანი 16 კმ., თბილისი
გალერია თბილისი შოთა რუსთაველის 2/4, თბილისი

ბათუმი, ხიმშიაშვილის ქუჩა N 29
სითი მოლი საბურთალო, პ. ქავთარაძის 1, თბილისი
599 377 282
contact@oldsupra.ge
ორშ - კვირ / 10:00AM-დან 10:00PM -მდე
Back
სუფრა “ინტელიგენცია”
საქართველოს ხელოვნების სასახლეში დაცული კედლის პანოს „კარიკოვა“ (1937 – 1940 წწ.) მიხედვით აღვადგინეთ.

საბჭოთა რეჟიმი ხელოვანებს შემოქმედებით შეზღუდვებს უწესებდა, სადაც ფორმა და შინაარსი მკაცრად იყო განსაზღვრული.

ეროვნული შინაარსის მქონე ნიმუშების შექმნა და დიზაინში ქართული ორნამენტების პირდაპირი გამოყენება სარისკო იყო და დიდ გამბედაობას მოითხოვდა; ამიტომ, ავტორმა შეფარვით გამოიყენა ტრადიციული ლურჯი სუფრის მოტივები და კედლის პანოს შედარებით გათანამედროვებული ვერსია შემოგვთავაზა, რომელიც ჩვენ სუფრად გარდავქმენით.

ცენზურამ ყველაზე მეტად ხელოვანები და ინტელიგენცია დააზარალა, ამიტომ სუფრას სიმბოლურად „ინტელიგენცია“ ვუწოდეთ.

სუფრა „ინტელიგენცია“, მისი სადა და დახვეწილი დიზაინით, ჩვენი კოლექციის გამორჩეული ნიმუშია.

“ინტელიგენციის” კოლექციაში სუფრის გარდა, ერთიანდება: რანერი “ინტელიგენცია” და ხელსახოცი “ინტელიგენცია”

საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია სუფრის მაღალ ტემპერატურაზე გარეცხვა (90-95 გრადუსი). მრავალჯერადი გარეცხვის პირობებში, ქსოვილი არ კარგავს ფერების სიხასხასეს და არ იცვლის ფორმას. არ არის რეკომენდებული მათეთრებლის გამოყენება.

ბამბის ქსოვილზე დიზაინი, უახლესი ტექნოლოგიური მეთოდის – Direct Printing გამოყენებით იბეჭდება, რაც გამორიცხავს ვიზუალურ ხარვეზს.