Back

თბილისი – ქალაქი, რომელიც თითოეული ქუჩით ყვება ისტორიას

თბილისი არის ადგილი, სადაც საუკუნეების მანძილზე შექმნილმა კულტურებმა ერთმანეთს შეუკრა კვანძი და მოგვცა მრავალფეროვანი  თანაცხოვრების უნიკალური მაგალითი.

ძველი თბილისი, თავისი სიჭრელითა და წინააღმდეგობებით, არის ქალაქი, სადაც ევროპა აღმოსავლეთს ხვდება, ხოლო ტრადიცია — თანამედროვეობას.

საუკუნეების განმავლობაში თბილისმა თაობებს მიანიჭა უნიკალური გამოცდილება, სადაც ეროვნული და ეთნიკური იდენტობები ერთად ჰარმონიულად ცხოვრობდნენ. ეს მრავალფეროვნებაა ის, რაც ჩვენს ქალაქს განსაკუთრებულ ხასიათს აძლევს.

სწორედ ამ ხასიათითაა შთაგონებული ჩვენი სუფრის დიზაინი. ძველი თბილისის ფერებითა და ფორმებით ნაქარგი სუფრა წარმოადგენს ქალაქის სულიერ სიმდიდრეს, რომელიც დროთა განმავლობაში ჩამოყალიბდა. მის ზედაპირზე თითქოს აჟღერებულია თბილისის ტკივილი და სიხარული, მის არქიტექტურაში ჩაშენებული მრავალფეროვნება და თბილი, სტუმართმოყვარე სული.

სუფრა “ძველი თბილისის” ერთ-ერთი მთავარი ინსპირაცია გახლავთ ძველი თბილისის ხედები, ფერებისა და ფორმების მიხედვით.

მასზე გამოყენებულია როგორც ლურჯი სუფრის ორნამენტები, ისე ნიმუშები ქართული უძველესი ოქრომჭედლობიდან, ქავზე კვეთილი ჩუქურთმებიდან, ფრესკებიდან და სამოსიდან:

  • XI საუკუნის თავსამკაულის ყვავილები სვინაქსარიდან;
  • XIII საუკუნის კედლის მხატვრობის ფრაგმენტები ახტალის ტაძრიდან და ღვთისმშობლის ხატის ჩარჩოს ფრაგმენტი, ვანიდან (ქაიხოსრო ლალიაშვილის ნახელავი, ოქრომჭედლობა).

თბილისის არქიტექტურაში, ისევე როგორც ჩვენი სუფრის დიზაინზე, ყველა დეტალი ცოცხალია და მნახველს საკუთარ ისტორიას უყვება. აივნების მოჩუქურთმებული ფორმები, ვიწრო ქუჩების სიღრმე და სახლების ერთმანეთზე გადაბმული ფერები გვახსენებს, რომ ეს ქალაქი არა მხოლოდ არქიტექტურული შედევრია, არამედ მრავალფეროვანი კულტურების შეხვედრის ადგილი. ჩვენი სუფრა კი ამ კულტურული სიმდიდრის გამოხატულებაა.

როგორც ძველმა თბილისმა გააერთიანა კულტურები და შექმნა ახალი ხასიათი, ასევე ეს სუფრა აერთიანებს ტრადიციას და თანამედროვე ელეგანტურობას.

სუფრაზე დაჯდომა თბილისში არასოდეს არის უბრალო ამბავი — ეს არის რიტუალი, რომელიც ტრადიციისა და სიახლის შეკავშირებას გვახსენებს.

 

 

Old Supra
Old Supra