Back

Terms & Condition

წესები და პირობები

ვებგვერდი oldsupra.ge  წარმოადგენს  ინდ მეწარმე გიორგი ალანიას  „”-ის (ს/კ 01008055681 ) საკუთრებას. თუ თქვენთვის ხელმისაწვდომია ამ საიტზე შესვლა და შეკვეთის განთავსება ესეიგი თქვენ ეთანხმებით ჩვენი ხელშეკრულების პირობებს. თუ თქვენ არ ეთანხმებით ჩვენს მიერ შემოთავაზებულ პირობებს, თქვენ ვერ ისარგებლებთ ამ საიტით.

ვებგვერდით სარგებლობისას თქვენ ადასტურებთ რომ

  • ხართ სრულწლოვანი 18 წელს მიღწეული ქმედუნარიანი პირი, ან 16 წელს მიღწეული პირი და გაქვთ ნებართვა შესაბამისი პირებისაგან დადოთ წინამდებარე ხელშეკრულება, მიიღოთ ვებგვერდის საშუალებით მომსახურება და განკარგოთ შესაბამისი გადახდები.
  • დაიცავთ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვებგვერდით სარგებლობის პირობებს.
  • წარმოადგენთ ჩვენს მიერ მოთხოვნილ ინფორმაციას სრულად და ზუსტად, რათა ისარგებლოთ ჩვენი მომსახურებით.
  • მკაცრად დაიცავთ თქვენი პირადი ანგარიშის უსაფრთხოებას და კონფიდენციალურობას, არ გაუმჟღავნებთ ნებისმიერ მესამე პირს თქვენი გვერდის უსაფრთხოების ანგარიშებს, რათა დაცული იყოს თქვენი პირადი ანგარიშის ინფორმაცია.
  • დაიცავთ საავტორო და ინტელექტუალურ უფლებებს, არ განახორციელებთ ვებგვერდზე არსებული ინფორმაციის სრულად ან რაიმე ნაწილის კოპირებასა და გავრცელებას ნებისმიერი სახით და მიზნებისათვის.
  • არ გაასაღებთ თავს სხვა მომხმარებლად ან არ გამოიყენებთ სხვა მომხმარებლის პირად მონაცემებს და გვერდს.
  • არ განახორციელებთ ისეთ ქმედებებს, რომელიც მიმართულია სხვა მომხმარებლის პირადი და კონფიდენციალური ინფორმაციის, მათ შორის ანგარიშის უსაფრთხოების კოდების გაგებისაკენ და სხვა მომხმარებლის პირადი აქტივის განკარგვისაკენ.
  • არ განახორციელებთ ისეთ ქმედებას, რომელიც აკრძალულია კანონმდებლობით, ამ ხელშეკრულებითა და მსგავსი ვებგვერდების საშუალებით მომსახურების მიღებისათვის დამკვიდრებული წესებით.
  • არ განახორციელებთ ისეთ ქმედებას, რომელიც საფრთხეს უქმნის ვებგვერდის ან მომსახურების გამართულ ფუნქციონირებას.

ტერმინთა განმარტება

 ჩვენ – oldsupra.ge,  შემდგომში -კომპანია;  თქვენ – პირი, რომელიც შედის ვებგვერდზე;  ასევე იურიდიული პირი, რომლის სახელითაც ფიზიკური პირი შედის ვებგვერდზე;  ხელშეკრულება – წინამდებარე დოკუმენტი;

რეგისტრაცია

პროდუქტის შეძენა შესაძლებელია საიტზე პროდუქტის შეკვეთის საფუძველზე (რეგიტრაციის შემდეგ, ან რეგისტრაციის გარეშე).  რეგისტრაციის ან საიტზე ინფორმაციის შეყვანის შემთხვევაში თქვენ დაეთანხმებით იმას, რომ წარადგენთ მხოლოდ ზუსტ, სრულ სარეგისტრაციო ინფორმაციას, და მოახდენთ ამ ინფორმაციის განახლებას თუ ის შეიცვლება. დარეგისტრირებისას თქვენ მიიღებთ ინდივიდუალურ მანდატს სისტემაში ავტორიცაზიისათვის (თქვენი სახელით და პაროლით შესვლა „ანგარიშს”). “oldsupra.ge” – ის ვებ-გვერდზე ავტორიზაცია და მისი მომსახურებით სარგებლობა თქვენი ანგარიშის მეშვეობით არ არის ნებადართული ნებისმიერი სხვა ფიზიკური ან იურიდიული პირისათვის. თქვენ ხართ პასუხისმგებელი მსგავსი უნებართვო სარგებლობის აღკვეთაზე.

კონფიდენციალობა

ჩვენ ვაგროვებთ ორი სახის ინფორმაციას ჩვენი მომხმარებლების შესახებ: პირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაცია და არაპირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაცია.

პირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაცია: პირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაცია არის ინფორმაცია, რომლის მეშვეობითაც ხდება კონკრეტული მომხმარებლის იდენტიფიკაცია. ჩვენ შეიძლება გთხოვოთ თქვენს შესახებ გარკვეული ინფორმაციის წარმოდგენა (როგორიცაა თქვენი სახელი და გვარი, პირადი ნომერი, ტელეფონის ნომერი, საცხოვრებელი მისამართი, ელექტრონული ფოსტის მისამართი, სქესი და დაბადების თარიღი), როდესაც თქვენ ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით ერთვებით რაიმე აქტივობაში, როგორიცაა მაგალითად ანგარიშის გახსნა, ჩვენთან პროდუქტის შეძენა. პროდუქტის საფასურის გადახდისას ჩვენ შეიძლება ასევე გთხოვოთ წარმოადგინოთ თქვენი ბარათის ნომერი, ვადის გასვლის თარიღი, აუთენტურობის კოდი ან სხვა შესაბამისი ინფორმაცია. თქვენი ბარათის დეტალები არ ინახება ჩვენს ვებგვერდზე, რადგან გადახდა ხდება ჩვენი პარტნიორი ბანკის დაცული გვერდიდან. აქედან გამომდინარე, ჩვენ ხელი არ მიგვიწვდება თქვენი ბარათის ინფორმაციაზე. თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაცია ჩვენს მიერ შესაძლებელია გამოყენებული იქნას: თქვენი შეკვეთის დასამუშავებლად; სტატისტიკური მონაცემების მოსაგროვებლად, მომსახურეობის გაუმჯობესების მიზნით; ვებგვერდის მართვისთვის; სპეციალური შემოთავაზების გასაკეთებლად, რომელმაც შესაძლოა დაგაინტერესოთ და თქვენთვის ინფორმაციის მოსაწოდებლად.

არაპირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაცია: არაპირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაცია არის ინფორმაცია, რომელიც არ ახდენს კონკრეტული მომხმარებლის იდენტიფიკაციას. ამ სახის ინფორმაცია შეიძლება მოიცავდეს იმ სანავიგაციო პროგრამის (browser) სახეობას, რომელსაც თქვენ იყენებთ და თქვენი ინტერნეტ პროტოკოლის „IP” მისამართს. ჩვენ ან/და ჩვენს მიერ უფლებამოსილ მესამე მხარე მომსახურების პროვაიდერებს და მარეკლამირებელ პირებს შეუძლიათ ავტომატურად მიიღონ ეს ინფორმაცია იმ დროს, როდესაც თქვენ იმყოფებით ჩვენს ვებგვერდზე. არაპირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაციის გაცემა გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ჩვენ შეიძლება გავანდოთ ან მივაწოდოთ არაპირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაცია ჩვენს პარტნიორებს. ყოველივე ზემოაღნიშნული გამიზნულია თქვენი მისაღები მომსახურების გასაუმჯობესებლად.

ინფორმაციის განახლება და შეცვლა: თქვენ შეგიძლიათ შეცვალოთ თქვენი ნებისმიერი პირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაცია ვებგვერდზე თქვენი ანგარიშის შესაბამის განყოფილებაში შესვლით. ჩვენ მოგიწოდებთ, რომ დაუყოვნებლივ განაახლოთ თქვენი პირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაცია მისი შეცვლის შემთხვევაში. თქვენ შეგიძლიათ მოითხოვოთ თქვენს ანგარიშზე არსებული ინფორმაციის წაშლა. თუმცა იმის გამო, რომ ჩვენ თვალყურს ვადევნებთ ძველ ტრანზაქციებს, თქვენ ვერ წაშლით ინფორმაციას, რომელიც დაკავშირებულია ვებგვერდზე განხორციელებულ ძველ ტრანზაქციებთან. გარდა ამისა, ჩვენთვის შეიძლება შეუძლებელი გახდეს მთელი თქვენი ინფორმაციის წაშლა, რადგან ჩვენ პერიოდულად ვახდენთ ინფორმაციის დარეზერვებას. თქვენი ბარათის ინფორმაცია არ ინხება ჩვენს ვებგვერდზე, არამედ განთავსებულია დაცულ გვერდზე, რომელსაც უზრუნველყოფს და მართავს ჩვენი პარტნიორი ბანკი. ამ უკანასკნელს საკუთარი ინფორმაციის დაცვის პოლიტიკა აქვს, რომელიც ჩვენი კონტროლის სფეროს არ წარმოადგენს.

მომხმარებლის არჩევანი ინფორმაციის შეგროვებასა და გამოყენებაზე: თქვენ ყოველთვის შეგიძლიათ თავი შეიკავოთ ინფორმაციის დამატებითი წარმოდგენისაგან. თუმცა ინფორმაციის წარმოდგენა შეიძლება აუცილებელი გახდეს, თუ თქვენ ჩაერთვებით ვებგვერდზე არსებულ რაიმე აქტივობაში.

ინფორმაციის უსაფრთხოება: ჩვენ ვატარებთ მრავალ უსაფრთხოების ზომას პირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაციის დასაცავად. თქვენი პირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაცია ჩვენს ვებგვერდზე ხელმისაწვდომია მხოლოდ თქვენი მომხმარებლის სახელისა და პაროლის მითითების შემთხვევაში. ეს პაროლი დაშიფრულია. ჩვენ გირჩევთ, რომ მესამე პირებს არ გაანდოთ თქვენი პაროლი. გარდა ამისა, თქვენი პირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაცია ინახება დაცულ სერვერზე, რომელზეც მხოლოდ შესაბამის პერსონალსა და კონტრაქტორებს მიუწვდებათ ხელი. ჩვენ არ გვაქვს რაიმე ინფორმაცია თქვენს ბარათთან დაკავშირებით და ჩვენთვის იგი ხელმისაწვდომელი არ არის, რადგან თქვენი ბარათი პარტნიორი ბანკის კონტროლის სფეროს განეკუთვნება. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ მონაცემთა ნებისმიერი გადაცემა ინტერნეტის ან უკაბელო ქსელის საშუალებით შეუძლებელია იყოს აბსოლუტურად და გარანტირებულად უსაფრთხო. ჩვენ ვატარებთ კომერციულად გონივრულ უსაფრთხოების ზომებს, რათა დავიცვათ მონაცემები და ასევე ვცდილობთ კავშირები დავამყაროთ მხოლოდ ისეთ ორგანიზაციებთან, რომლებიც იგივენაირად უდგებიან ამ საკითხს. თუმცა ჩვენ ვერ გავცემთ რაიმენაირ გარანტიას ვებგვერდისათვის ან ვებგვერდიდან გადაცემული ინფორმაციის უსაფრთხოებაზე და არ ვაგებთ პასუხს ნებისმიერი მესამე მხარის ქმედებებზე, რომელმაც შეიძლება მიიღოს ნებისმიერი მსგავსი ინფორმაცია. ნებისმიერი ურთიერთობა თქვენსა და “oldsupra.ge” – ს შორის, როგორიცაა ელექტრონული ფოსტით ან სხვა საშუალებით მიმოწერა, სადაც თქვენ წარმოადგენთ რჩევებს ან კომენტარებს ჩვენი მომსახურების გაუმჯობესებასა ან შეცვლასთან დაკავშირებით, ჩაითვლება ჩვენს მიერ როგორც არაკონფიდენციალური და არა საკუთრებრივი ინფორმაცია. თქვენ თანახმა ხართ, რომ ასეთი ინფორმაცია გამოყენებული იქნება ჩვენს მიერ ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე.

მომსახურების მიღება-გაწევა

მაღაზია ვერ უზრუნველყოფს მყიდველის მიერ შერჩეული და გადახდილი პროდუქციის მიწოდების სრულ გარანტიას. მაღაზია უფლებას იტოვებს მყიდველს შეუთანხმოს და შესთავაზოს იმ პროდუქციის ან მომსახურების, რომლის ღირებულება მყიდველმა გადაიხადა, მაგრამ ვერ მიიღო, სანაცვლოდ მსგავსი პროდუქცია ან მომსახურება. თუ მხარეებმა მოლაპარაკების შემდეგ ვერ მიაღწიეს პროდუქციის ჩანაცვლებაზე შეთანხმებას, მაღაზია იღებს ვალდებულებას სრულად დაუბრუნოს მყიდველს თანხა, რომელიც მან გადაიხადა პროდუქციაში ან მომსახურებაში, რომელიც ვერ მიიღო კომპანიის ბრალეულობით.

გარანტია

ჩვენთან შეძენილ ყველა ნივთს ახლავს  გარანტია.

შეკვეთის გაუქმება

მომხმარებელს უფლება აქვს გააუქმოს შეკვეთა თუ:

  • მიღებული ნივთი არ ემთხვევა საიტზე გამოსახულ ნივთს
  • მიღებული ნივთის მახასიათებლები არ ემთხვევა საიტზე არსებულ აღწერას
  • ნივთი დაზიანდება შეკვეთიდან ჩაბარებამდე
  • ნივთს აღმოაჩნდება ქარხნული წუნი

კომპანიას უფლება აქვს გააუქმოს შეკვეთა ნებისმიერ დროს, სურვილისამებრ.

რადგან, პროდუქციის გაყიდვა რეალურ და ვირტუალურ მაღაზიებში პარალელურად ხდება, არის ალბათობა რომ საიტზე პროდუქტის დათვალიერების და კალათაში დამატების დროს ის რეალურ მაღაზიაში გაიყიდოს. ასეთ შემთხვევაში კომპანია შემოგთავაზებთ ალტერნატივას, ან გააუქმებს შეკვეთას.

ნივთის დაბრუნება

მომხმარებელს უფლება აქვს მოითხოვოს ნივთის დაბრუნება თუ:

  • მიღებული ნივთი არ ემთხვევა საიტზე გამოსახულ ნივთს
  • მიღებული ნივთის მახასიათებლები არ ემთხვევა საიტზე არსებულ აღწერას
  • ნივთი დაზიანდება შეკვეთიდან ჩაბარებამდე
  • ნივთს აღმოაჩნდება ქახნული წუნი

სხვა შემთხვევაში ნივთის დაბრუნების შემთხვევაში მომხმარებელი ვალდებულია აანაზღაუროს ნივთის ტრანსპორტირების ხარჯები.

კომპანიას უფლება აქვს უარი განაცხადოს ნივთის დაბრუნებაზე მომხმარებლის კეთილსინდისიერებაში ეჭვის შეტანის შემთხვევაში.

 

საიტზე ინფორმაციის რედაქტირება, წაშლა, დამატება, მოდიფიკაცია

მაღაზია იტოვებს ექსკლუზიურ უფლებას საიტზე ნებისმიერი ინფორმაციის, ფასების, შესყიდვის პირობების, მიტანის, მომსახურების პირობების, წაშლის ან დამატების თაობაზე კომპანიის წინასწარი გაფრთხილების გარეშე. ასევე შეცვალოს ან გააუქმოს ყველა პირობა საქონლის შესყიდვასა და მომსახურებაზე. მოდიფიცირებული შეთანხმება ძალაში შევა გამოქვეყნებიდან და იმოქმედებს საიტზე პუბლიკაციის შემდგომ განხორციელებულ გარიგებებზე.

საკონტაქტო ინფორმაცია

Facebook: https://www.facebook.com/Oldsupra/

Instagram: https://www.instagram.com/old.supra/

ელექტრონული ფოსტა: contact@oldsupra.ge

ტელეფონი: 599377282