სიტყვა “კვირიაკე” აღდგომის კვირა დღეს აღნიშნავს!
დიზაინის მთავარი შტრიხი სურეალისტურ - ოვალური ფორმებია, რაც სიმბოლურად სააღდგომო კვერცხს გამოხატავს.
სუფრა წარმოადგენს ლაზური სახლისა და სხვადასხვა ოთხთავიდან აღებული ორნამენტების, ასევე, ჩვენი ყველა ნამუშევრის ერთგვარ სინთეზს, თეთრი ფერი კი აღდგომის სადღესასწაულო განწყობას გვიქმნის.
დიზაინზე, ასევე, წარმოჩენილია:
ორნამენტები ქართული სამოსის ქსოვილებიდან (XIX ს);
ხელნაწერის შემკულობის ნიმუშები „წიგნის მოკაზმვის ნიმუშები “-დან (XIX ს-ის დასაწყისის ხელნაწერი)
ნუსხა-ხუცური ასოები (ქ.ა.), რომელიც “ქრისტე აღდგა”-ს გამოსახავს.