ფილიალები
აქსის თაუერსის სავაჭრო ცენტრი, ჭავჭავაძის 37, თბილისი
თბილისი მოლი, აღმაშენებლის ხეივანი 16 კმ., თბილისი
გალერია თბილისი შოთა რუსთაველის 2/4, თბილისი

ბათუმი, ხიმშიაშვილის ქუჩა N 29
სითი მოლი საბურთალო, პ. ქავთარაძის 1, თბილისი
599 377 282
contact@oldsupra.ge
ორშ - კვირ / 10:00AM-დან 10:00PM -მდე
Back

პანო “სამეფო”

ქართველი მასპინძელი ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავდა სტუმარზე. საგულდაგულოდ მომზადებული ვახშამი “ლურჯ სუფრაზე” იშლებოდა, რომელზე დატანილი უნიკალური სიმბოლოებიც ხალხის ყოფას და მსოფლხედვას ასახავდნენ.

სწორედ ამ შინაარსის მატარებელია პანო “სამეფო”, რომელიც ჯერ კიდევ 1998 წელს, ელენე ახვლედიანის სახლ-მუზეუმში არსებული “ლურჯი სუფრის” შთაგონებით აღვადგინეთ.

საჭიროების შემთხვევაში მაღალ ტემპერატურაზე ირეცხება, ისე რომ არ კარგავს ფერებს და არ იცვლის ფორმას. არ არის რეკომენდებული მათეთრებლის გამოყენება.

ქსოვილზე დიზაინი, უახლესი ტექნოლოგიური მეთოდის – Direct Printing გამოყენებით იბეჭდება, რაც გამორიცხავს ვიზუალურ ხარვეზს.

„სამეფოს“ კოლექცია, პანოს გარდა რამდენიმე პროდუქტს მოიცავს: სუფრა ‘სამეფო”, მრგვალი სუფრა “სამეფოდასაფენი “სამეფოდა ინსაფარი “სამეფო”.

 

ზომა (სმ)

80*30

ფერი

ლურჯი