სიტყვა “კვირიაკე” აღდგომის კვირა დღეს აღნიშნავს!
დიზაინის მთავარი შტრიხი სურეალისტურ – ოვალური ფორმებია, რაც სიმბოლურად სააღდგომო კვერცხს გამოხატავს.
სუფრა წარმოადგენს ლაზური სახლის, სხვადასხვა ოთხთავიდან აღებული ორნამენტებისა და ჩვენი ყველა ნამუშევრის ერთგვარ სინთეზს, ფერები კი აღდგომის სადღესასწაულო განწყობას გვიქმნის.
დიზაინზე, ასევე, წარმოჩენილია:
- ორნამენტები ქართული სამოსის ქსოვილებიდან (XIX ს);
- ხელნაწერის შემკულობის ნიმუშები „წიგნის მოკაზმვის ნიმუშები “-დან (XIX ს-ის დასაწყისის ხელნაწერი)
- ნუსხა-ხუცური ასოები (ქ.ა.), რომელიც “ქრისტე აღდგა”-ს გამოსახავს.