რანერი “ინტელიგენცია”
რანერი “ინტელიგენცია”
70.00₾
მასალა: 100% ბამბა🌱
ირეცხება: 40-95 °გრადუსამდე
- აღწერა
რანერი “ინტელიგენცია”
„ინტელიგენცია“ საქართველოს ხელოვნების სასახლეში დაცული კედლის პანოს „კარიკოვა“ (1937 – 1940 წწ.) მიხედვით აღვადგინეთ.
ეროვნული შინაარსის მქონე ნიმუშების შექმნა და დიზაინში ქართული ორნამენტების პირდაპირი გამოყენება სარისკო იყო და დიდ გამბედაობას მოითხოვდა; ამიტომ, ავტორმა შეფარვით გამოიყენა ტრადიციული ლურჯი სუფრის მოტივები და კედლის პანოს შედარებით გათანამედროვებული ვერსია შემოგვთავაზა.
ცენზურამ ყველაზე მეტად ხელოვანები და ინტელიგენცია დააზარალა, ამიტომ რანერს სიმბოლურად „ინტელიგენცია“ ვუწოდეთ.
“ინტელიგენციის” კოლექციაში რანერის გარდა ერთიანდება: სუფრა “ინტელიგენცია” და ხელსახოცი “ინტელიგენცია”
საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია რანერის მაღალ ტემპერატურაზე გარეცხვა (90-95 გრადუსი). მრავალჯერადი გარეცხვის პირობებში, ქსოვილი არ კარგავს ფერების სიხასხასეს და არ იცვლის ფორმას. არ არის რეკომენდებული მათეთრებლის გამოყენება.
ბამბის ქსოვილზე დიზაინი, უახლესი ტექნოლოგიური მეთოდის – Direct Printing გამოყენებით იბეჭდება, რაც გამორიცხავს ვიზუალურ ხარვეზს.