ფილიალები
აქსის თაუერსის სავაჭრო ცენტრი, ჭავჭავაძის 37, თბილისი
თბილისი მოლი, აღმაშენებლის ხეივანი 16 კმ., თბილისი
გალერია თბილისი შოთა რუსთაველის 2/4, თბილისი

ბათუმი, ხიმშიაშვილის ქუჩა N 29
სითი მოლი საბურთალო, პ. ქავთარაძის 1, თბილისი
599 377 282
contact@oldsupra.ge
ორშ - კვირ / 10:00AM-დან 10:00PM -მდე
Back

სუფრა “აფხაზეთი”

დიდი სიფრთხილითა და სიყვარულით შევქმენით, რომელიც  იმ დაუსრულებელი ნოსტალგიის განცდას ატარებს, რაც ყველას, საკუთარი მოგონებებით თუ დაუსწრებლად, აფხაზეთთან გვაკავშირებს.

მანდარინები, ტალღები, მცენარეები – ასე ახლობელ, მაგრამ დღეს ასე შორეულ აფხაზეთს გვახსენებს!

სუფრის დიზაინზე მუშაობისას მთავარი აქცენტი აფხაზეთის ტაძრებზე გავაკეთეთ, რომელთაგან უმეტესობას გუმბათი გადახადეს რუსმა ოკუპანტებმა.

გუმბათი, ტაძრის არქიტექტურის გვირგვინია, მისი მთლიანობის შემკვრელი, აფხაზეთში კი ყველაზე მეტად სწორედ გუმბათები დააზიანეს.

სუფრა “აფხაზეთი” დიზაინის ერთ-ერთი მთავარი დეტალი გუმბათია, ამ შემთხვევაში ბიჭვითის ტაძრის, რომელიც სუფრაზე ზედხედით დაკვირვებისას კარგად იკითხება.

მანდარინის ერთ-ერთი ორნამენტი დრანდის ტაძრის გუმბათის მოხატულობიდაანაა გადმოტანილი, რაც მას მეტ სიღრმესა და მნიშვნელობას ანიჭებს.

დიზაინზე, ასევე, წარმოდგენილია ფრაგმენტები აფხაზეთის კულტურული მემკვიდრეობიდან:

  • ბიჭვინთის ტაძრის მოზაიკური მხატვრობის სიმბოლოები, V საუკუნე;
  • ქვაზე კვეთილი ორამენტები ბედიის მონასტრის ნანგრევებიდან, X საუკუნე;
  • ილორის წმინდა გიორგის ტაძრის ფრესკების ელემენტები, XI საუკუნე;
  • წრიული კანტი – ბაგრატ III-ის სამკაული ბედიის მონასტრიდან, X საუკუნე;
  • მცენარეების ფრაგმენტი ლიხნის ღვთისმშობლის მიძინების ეკლესიის ფრესკებიდან, X საუკუნე;