ფილიალები
აქსის თაუერსის სავაჭრო ცენტრი, ჭავჭავაძის 37, თბილისი
თბილისი მოლი, აღმაშენებლის ხეივანი 16 კმ., თბილისი
გალერია თბილისი შოთა რუსთაველის 2/4, თბილისი

ბათუმი, ხიმშიაშვილის ქუჩა N 29
სითი მოლი საბურთალო, პ. ქავთარაძის 1, თბილისი
599 377 282
contact@oldsupra.ge
ორშ - კვირ / 10:00AM-დან 10:00PM -მდე
Back

სუფრა “ვაზი”

სუფრა “ვაზი” წარმოადგენს ისტორიული ქართული ქსოვილების და სამოსის მდიდარი ორნამენტებით შთაგონებულ, უნიკალურ ნამუშევარს, რომელიც ტრადიციებისა და სიმბოლიკის ცოცხალი გაგრძელებაა. სუფრის დიზაინში გამოყენებულია ქართული კულტურის ნიმუშები, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში ჩამოყალიბდა.

სუფრის დეკორში ვხვდებით ვაზის ორნამენტებს, რომლებიც შთაგონებულია ლურჯი სუფრიდან. ის წარმოადგენს ქართული კულტურის ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ სიმბოლოს, მჭიდროდ დაკავშირებულს მიწასთან, ოჯახთან და სტუმართმოყვარეობასთან.

საქართველოში ვაზისა და ღვინის კულტურა საუკუნეების განმავლობაში განვითარდა და იკავებს მნიშვნელოვან ადგილს როგორც ქართული ტრადიციების, ასევე ქართული ყოფის ნაწილში. ვაზის ორნამენტები სუფრაზე ასახავს ამ ტრადიციის ღრმა ფესვებს და მასთან დაკავშირებულ სიმბოლურ მნიშვნელობას.

სუფრის ცენტრში წარმოდგენილი ორნამენტი ლაზური სახლის ჭერის ჩუქურთმის მიხედვითაა შექმნილი. ეს დეტალი, როგორც არქიტექტურული მემკვიდრეობის ნაწილი, ხაზს უსვამს ქართული ოსტატობის უნიკალურობას. სუფრაზე დატანილი ყვავილის ორნამენტი აღებულია კახური ქუდის ნიმუშიდან, რომელიც ასახავს ბუნების სილამაზეს და საუკუნეების განმავლობაში ჩამოყალიბებულ კახეთის რეგიონის უნიკალურ მხატვრულ ტრადიციას.

დიზაინზე აღმოაჩენთ ჩიტის მოტივს, რომელიც აბრეშუმის ისტორიული სუფრიდან წამოვიღეთ. ჩიტი თავისუფლების და განახლების სიმბოლოა და ქართულ კულტურაში ყოველთვის მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა.

ამასთანავე, სუფრაზე ჩანს ყურძენი, რომელიც აღებულია ქართული კაბის სარტყელიდან. ყურძენი და ღვინო ყოველთვის იყო და არის ჩვენი იდენტობის ნაწილი, დაკავშირებული სიცოცხლის ენერგიასთან და იმ ტრადიციებთან, რომლებიც 8000 წლის განმავლობაში ვითარდებოდა.


ვაზისა და ღვინის კულტურა საქართველოში იმ დროიდან იწყება, როდესაც კაცობრიობამ პირველად დაიწყო მიწასთან ურთიერთობა და მისგან ნაყოფის მიღება. საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთ პირველ ადგილად ითვლება, სადაც ვაზის მოყვანა და ღვინის წარმოება დაიწყო, და ეს კულტურა დღემდე განაგრძობს განვითარებას. ვაზი ქართველებისთვის არ არის მხოლოდ მცენარე ან პროდუქტი – ის არის ცხოვრების სტილი, იმედისა და სიხარულის სიმბოლო.

სუფრა “ვაზი” გვთავაზობს ამ ყველაფრის ესთეტიკურ შერწყმას.ისტორიული სიმბოლოები, ტრადიციები და დღევანდელობა ერთ სივრცეში ჰარმონიულად იყრის თავს.ის შეგვახსენებს წარსულს, მაგრამ ამავდროულად მიგვითითებს მომავალზე, სადაც კულტურა და ხელოვნება ერთიანდება და ნოვატორულ ფორმებში იჩენს თავს.