ფილიალები
აქსის თაუერსის სავაჭრო ცენტრი, ჭავჭავაძის 37, თბილისი
თბილისი მოლი, აღმაშენებლის ხეივანი 16 კმ., თბილისი
გალერია თბილისი შოთა რუსთაველის 2/4, თბილისი

ბათუმი, ხიმშიაშვილის ქუჩა N 29
სითი მოლი საბურთალო, პ. ქავთარაძის 1, თბილისი
599 377 282
contact@oldsupra.ge
ორშ - კვირ / 10:00AM-დან 10:00PM -მდე
Back

თბილისი – ქალაქი, რომელიც თითოეული ქუჩით ყვება ისტორიას

თბილისი არის ადგილი, სადაც საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებულმა კულტურებმა ერთმანეთს კვანძი შეუკრა და მრავალფეროვანი, თანაცხოვრების უნიკალური მაგალითი შექმნა. ძველი თბილისი, თავისი სიჭრელითა და წინააღმდეგობებით, არის ქალაქი, სადაც ევროპა აღმოსავლეთს ხვდება, ხოლო ტრადიცია — თანამედროვეობას.

საუკუნეების განმავლობაში, თბილისმა თაობებს მიანიჭა უნიკალური გამოცდილება, სადაც ეროვნული და ეთნიკური იდენტობები ერთად ჰარმონიულად ცხოვრობდნენ. ეს მრავალფეროვნებაა ის, რაც ჩვენს ქალაქს განსაკუთრებულ ხასიათს სძენს

სწორედ, ამ ხასიათითაა შთაგონებული ჩვენი სუფრის დიზაინი. ძველი თბილისის ფერებითა და ფორმებით ნაქარგი სუფრა წარმოადგენს ქალაქის სულიერ სიმდიდრეს, რომელიც დროთა განმავლობაში ჩამოყალიბდა. მის ზედაპირზე, თითქოს, აჟღერებულია თბილისის ტკივილი და სიხარული, მის არქიტექტურაში ჩაშენებული მრავალფეროვნება და თბილი, სტუმართმოყვარე სული.

სუფრა “ძველი თბილისის” ერთ-ერთი მთავარი შთაგონება გახლავთ ძველი თბილისის ხედები, ფერებისა და ფორმების მიხედვით.

მასზე გამოყენებულია როგორც ლურჯი სუფრის ორნამენტები, ისე ნიმუშები ქართული უძველესი ოქრომჭედლობიდან, ქვაზე კვეთილი ჩუქურთმებიდან, ფრესკებიდან და სამოსიდან:

  • XI საუკუნის თავსამკაულის ყვავილები სვინაქსარიდან;
  • XIII საუკუნის კედლის მხატვრობის ფრაგმენტები ახტალის ტაძრიდან და ღვთისმშობლის ხატის ჩარჩოს ფრაგმენტი, ვანიდან (ქაიხოსრო ლალიაშვილის ნახელავი, ოქრომჭედლობა).

თბილისის არქიტექტურაში, ისევე როგორც ჩვენს სუფრაში, ყველა დეტალი ცოცხალია და მნახველს საკუთარ ისტორიას უყვება. აივნების მოჩუქურთმებული ფორმები, ვიწრო ქუჩების სიღრმე და სახლების ერთმანეთზე გადაბმული ფერები გვახსენებს, რომ ეს ქალაქი არა მხოლოდ არქიტექტურული შედევრია, არამედ მრავალფეროვანი კულტურების შეხვედრის ადგილი. ჩვენი სუფრა კი ამ კულტურული სიმდიდრის გამოხატულებაა;

როგორც ძველმა თბილისმა გააერთიანა კულტურები და შექმნა ახალი ხასიათი, ასევე ეს სუფრა აერთიანებს ტრადიციას და თანამედროვე ესთეტიკას.

სუფრასთან დაჯდომა თბილისში არასოდეს არის უბრალო ამბავი — ეს არის რიტუალი, რომელიც ტრადიციისა და სიახლის შეკავშირებას გვახსენებს.